Saturday, October 15, 2016

დღე 9

       დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი შეხვედრა,დღეს,მე-9 დღეს შევაჯამეთ,თვი მოუყარეთ და წარვადგინეთ პროექტის პორტფოლიო,მოვისმინეთ როგორც ერთმანეთის,ასევე ტრენერის შეფასებები და გამოიკვეთა ის,რომ შევიძინეთ ბევრი რამ რაც ადრე იყო ბუნდოვანი,კერძოდ,სასწავლო პროექტის გეგმა და გეგმაში პროცედურების გაწერა და შეფასების მიონახაზი,გავიგეთ პროგრესის მონიტორინგი და გეგმის ხარისხისა და უნარ ჩვევების დემონსტრირება.
        მადლობა ტრენერს უაღრესად თბილი,უშუალო და ნაყოფიერი და თავდაუზოგავი მუშაობისთვის.

Sunday, October 2, 2016

დღე 8.

დღეს გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას.დღევანდელი დღის მიზანი იყო მოდული 7 _ფასილიტაცია_ ტექნოლოგიებით.გეგმაში პროცედურების გაწერა და შეფასების მოკლე მონახაზი.როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.,როგორ გავწიუტ ფასილიტაცია კლასის მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში.

Saturday, October 1, 2016

დღე 7.

მეშვიდე დღემ ბევრი რამ მასწავლა_გავეცანი და შევქმენი შეფასების რუბრიკა,ანუ მეხუთე მოდული_მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება.ასევე გავეცანი მე_6 მოდულს_რაც გულისხმობს დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისთვის.

Sunday, September 25, 2016

დღე 6.

 დღე იყო ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი,მოვირგე მოსწავლის როლი და გავიხსენე Power Point სლაიდების შექმნა სხვადასხვა ფორმით.ამ ყველაფერმა დამანახა თანამედროვე ტექნოლოგიების მრავალფეროვნება და მისი როლი თანამედროვე სწავლების უკეთ წარმართვაში.

Saturday, September 24, 2016

დღე 5.



    ეს დღე ძალიან დამღლელი და ნაყოფიერი იყო.გავიგე მესამე და მეოთხე მოდულის ძირითადი საკითხები.

Monday, September 12, 2016

დღე-4
დღეს ვიმუშავეთ პროექტის შეფასებების კრიტერიუმებზე.დავამუშავეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.დავამუშავე რა არის საჭირო მოსწავლეთა შეფასებისას,რა არის პროგრესის მონიტორინგი,თვითრეგულაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა,როგორი იქნება გაგების ხარისხის და უნარ-ჩვევების დემონსტრირება.






დღე 3.
 მიმოვიხილეთ სხვადასხვა ბუკლეტები და და შეუსაბამეთ პროექტს.ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონებზე.გავერკვიე ,მოცემული პროექტის ფარგლებში მოსწავლის როლზე და მიზანზე,სტანდარტი შეუსაბამე,რომელიც ავითარებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და ბლუმის ტაქსონომიის შესაბამისად.

Saturday, September 10, 2016

დღე 1-2

   
დღე-2

დღემ საკმაოდ პოზიტიურად ჩაიარა,გავიგე პროექტით სწავლების მნიშვნელობა და მისი დადებითი მხარეები,ვიმსჯელეთ სხვადასხვა პროექტის ირგვლივ და განვიხილეთ მოსწავლეზე ორიენტირებული თემები,ანუ ხშირად არსებული აქტუალური პრობლემები და მატი გადაჭრის გზები...ვისწავლე ბუკლეტისა და გაზეთის შექმნა სასურველი გაფორმებით.ძალიან ვისიამოვნე ტრენერის ქ.გვანცა სალიას გაცნობით.

დღე-1

ტრენერმა გაგვაცნო 1 მოდულის მიზნები და ამოცანები.განვიხილეთ მოდულის საკითხები,გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,რაც დამეხმარება ჩემი მოსწავლეების უნარების გამოვლინებაში.ვნახე პროექტი ,,რომეო და ჯულიეტა,,.შევქმენი საქაღალდეები.